пятница, 15 июня 2012 г.

კამერა ობსკურა












კამერა ობსკურა


ფოტოგრაფია სამართლიანადაა აღიარებული მე-19 საუკუნის უდიდეს გამოგონებად. ამ საოცარ გამოგონებაში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებისა და გამომგონელების ხანგრძლივი შრომაა ჩადებული. დღევანდელი ფოტოგრაფიისაკენ მიმავალი გზა გრძელი იყო. საუკუნეების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლებოდა შუქმგრძნობიარე ნივთიერებებზე სინათლის ზემოქმედება, ამუშავებდნენ მათი საშუალებით გამოსახულების მიღების მეთოდებს, ხდებოდა ფოტოაპარატის წინამორბედი კამერა-ობსკურას სრულყოფა.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 350 წელს, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე თავის ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნავდა, რომ ბნელ ოთახში დარაბის მომცრო ზომის ნახვრეტიდან შეღწეული შუქი, მოპირდაპირე კედელზე წარმოქმნის ქუჩაში ფანჯრის წინ მდებარე საგნების გამოსახულებას. ამასთან, გამოსახულების მასშტაბი მით უფრო დიდია, რაც უფრო შორი მანძილია კედელსა და ფანჯარას შორის. ეს ეფექტი შემდგომში გამოიყენეს სხვადასხვა ცდებში და საფუძვლად დაედო კამერა-ობსკურას გამოგონებას.
გადმოცემის თანახმად, იტალიელი ფიზიკოსი და მეცნიერი, დელა პორტა, მას შემდეგ, რაც სახლში მიპატიჟებულ სტუმრებს კედელზე თავდაყირა მოსიარულე ადამიანთა გამოსახულებები აჩვენა, ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და სამსჯავროს გადასცეს, თუმცა მან სიმართლის დამტკიცება შეძლო და სიკვდილით დასჯასაც გადაურჩა.
დელა პორტას სურდა, სტუმრებისათვის თავისი ახალი ნაშრომი, კამერა ობსკურა წარედგინა და გაემხიარულებინა. “კამერა ობსკურა” ლათინური სიტყვაა და სიტყვასიტყვით ბნელ ოთახს ნიშნავს. სინათლეგაუმტარ ყუთში პატარა ნახვრეტიდან შედიოდა შუქი და მოპირდაპირე მხარეს კედელზე საგნის შებრუნებული გამოსახულება ჩნდებოდა. დელა პორტას სტუმრები სინამდვილეში ხედავდნენ მსახიობებს, რომლებიც ოთახის გარეთ წარმოდგენას მართავდნენ. სწორედ კამერა ობსკურა გახდა თანამედროვე ფოტოაპარატების წინამორბედი. 

დროთა განმავლობაში მოახერხეს ობსკურას კამერის სრულყოფა ისე, რომ გამოსახულება შუქმგრძნობიარე ფირზე აღბეჭდილიყო. კამერას დაემატა ლინზები და საბოლოოდ მივიღეთ ეგრედ წოდებული “ლენტიანი(:D)  ფოტოკამერა” (ობსკურის კამერას თავიდან ლინზები არ ჰქონდა, ასე რომ მარტივი პინჰოლის ასაწყობად ჩვენც არ დაგვჭირდება ლინზები)




Комментариев нет:

Отправить комментарий