пятница, 15 июня 2012 г.
ფოტოგრაფია
ფოტოგრაფია
ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φωτο და γραφία), მგრძნობიარე მასალაზე, როგორიცაა ფირი ან ელექტრონული სენსორი, მყარი ან მოძრავი სურათების შექმნის პროცესი და ხელოვნება. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში.
კინოფილმისთვის ფოტოგრაფიული გამოსახულებების ჩაწერისას განათებისა და კამერის შერჩევის ტექნიკა კინემატოგრაფიის დისციპლინაა.
ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φωτο და γραφία), მგრძნობიარე მასალაზე, როგორიცაა ფირი ან ელექტრონული სენსორი, მყარი ან მოძრავი სურათების შექმნის პროცესი და ხელოვნება. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში.
კინოფილმისთვის ფოტოგრაფიული გამოსახულებების ჩაწერისას განათებისა და კამერის შერჩევის ტექნიკა კინემატოგრაფიის დისციპლინაა.
ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.
ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა დაჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.
თითქმის ლ.დაგერთან ერთდროულად ინგლისელმა მეცნიერმა უ.ტალბოტმა დაამუშავა შუქმგრძნობიარე ქაღალდზე გამოსახულების მიღების ხერხი, რომელსაცკალოტიპია ეწოდა. დაგეროტიპისგან განსხვავებით, ამ ხერხით ღებულობენ არა პოზიტივს, არამედ ნეგატივს, რომლიდანაც შეიძლებოდა ნებისმიერი რაოდენობის ოპზიტივების დამზადება. გარდა ამისა, გამჟღავნება კალოტიპიაში ემსახურებოდა არა მარტო ფარული გამოსახულების ვიზუალიზაციას, არამედ მის გაძლიერებასაც (როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიაში).
დიდი როლი ითამაშა ფოტოგრაფიის განვითარებაში ინგლისელი მეცნიერის ფ.სკოტ-არჩერის მიერ 1851 ე.წ. სველკოლოიდური პროცესის გამოგონებამ. ამ პროცესის სერიოზული ნაკლოვანი მხარეების გამო (დაბალი შუქმგრძნობიარობარობა, ფოტომასალის სისველის აუცილებლობა და ა.შ.) XIX საუკუნის 60-იან წლებში მრავალგზის სცადეს კოლოდიუმის შეცვლა სხვა ნივთიერებით, კერძოდ ჟელატინით. 1871 ინგლისელმა რ.მედოქსმა დაამუშავა ბრომვერცხლის ჟელატინიანი ემულსიის დამზადების პირველი პრაქტიკული ხერხი. შემდგომ ყველაზე ფართოდ გავრცელდა მშრალი ჟელატინის შრეები, რომლებშიც შედიოდა ვერცხლის ჰალოგენიდების მიკროკრისტალები. თავდაპირველად მათ ამზადებდნენ მინის ფუძეშრეზე (ფოტოფირფიტა), შემდგომ კი – ქაღალდისა და აფსკის ფუძეშრეზე (ფოტოქარალდი,ფოტოფირი (1887)).
ფოტოგრაფიის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანელი მეცნიერის ჰ.ფოგელის მიერ ოპტიკური სენსიბილიზაციის აღმოჩენას (1873). ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა-ობსკურიდან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეციალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი (იგი 1840 წელს შექმნა უნგრელმა მეცნიერმა ი.პეცვალმა). ფოტოგრაფიული ოპტიკის განვითარების შემდგომ ერიოდში მიმდინარეობდა ობიექტივის თვისებებისა (ათი შუქ-ჩრდილის გაზრდა, აბსერვაციის შემცირება და ა.შ.) და ფოტოაპარატის სრულყოფა (მისი ზომებისა და მასის შემცირება, მისი გამოყენების შესაძლებლობების გაფართოება). მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერები (ისინი აუცილებლად შტატივზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული) თანდათან შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა, რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად ჰქონდათ სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობა. პროფესიონალთა და მოყვარულთა ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად ვითარდებოდა სპეციალიზებული აპარატების (სარეპროდუქციო, აეროფოტოაპარატი, ასტროგრაფი და სხვა.) კონსტრუირება.
თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.
კამერა ობსკურა
კამერა ობსკურა
ფოტოგრაფია სამართლიანადაა აღიარებული მე-19 საუკუნის უდიდეს გამოგონებად. ამ საოცარ გამოგონებაში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებისა და გამომგონელების ხანგრძლივი შრომაა ჩადებული. დღევანდელი ფოტოგრაფიისაკენ მიმავალი გზა გრძელი იყო. საუკუნეების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლებოდა შუქმგრძნობიარე ნივთიერებებზე სინათლის ზემოქმედება, ამუშავებდნენ მათი საშუალებით გამოსახულების მიღების მეთოდებს, ხდებოდა ფოტოაპარატის წინამორბედი კამერა-ობსკურას სრულყოფა.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 350 წელს, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე თავის ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნავდა, რომ ბნელ ოთახში დარაბის მომცრო ზომის ნახვრეტიდან შეღწეული შუქი, მოპირდაპირე კედელზე წარმოქმნის ქუჩაში ფანჯრის წინ მდებარე საგნების გამოსახულებას. ამასთან, გამოსახულების მასშტაბი მით უფრო დიდია, რაც უფრო შორი მანძილია კედელსა და ფანჯარას შორის. ეს ეფექტი შემდგომში გამოიყენეს სხვადასხვა ცდებში და საფუძვლად დაედო კამერა-ობსკურას გამოგონებას.
გადმოცემის თანახმად, იტალიელი ფიზიკოსი და მეცნიერი, დელა პორტა, მას შემდეგ, რაც სახლში მიპატიჟებულ სტუმრებს კედელზე თავდაყირა მოსიარულე ადამიანთა გამოსახულებები აჩვენა, ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და სამსჯავროს გადასცეს, თუმცა მან სიმართლის დამტკიცება შეძლო და სიკვდილით დასჯასაც გადაურჩა.
დელა პორტას სურდა, სტუმრებისათვის თავისი ახალი ნაშრომი, კამერა ობსკურა წარედგინა და გაემხიარულებინა. “კამერა ობსკურა” ლათინური სიტყვაა და სიტყვასიტყვით ბნელ ოთახს ნიშნავს. სინათლეგაუმტარ ყუთში პატარა ნახვრეტიდან შედიოდა შუქი და მოპირდაპირე მხარეს კედელზე საგნის შებრუნებული გამოსახულება ჩნდებოდა. დელა პორტას სტუმრები სინამდვილეში ხედავდნენ მსახიობებს, რომლებიც ოთახის გარეთ წარმოდგენას მართავდნენ. სწორედ კამერა ობსკურა გახდა თანამედროვე ფოტოაპარატების წინამორბედი.
დროთა განმავლობაში მოახერხეს ობსკურას კამერის სრულყოფა ისე, რომ გამოსახულება შუქმგრძნობიარე ფირზე აღბეჭდილიყო. კამერას დაემატა ლინზები და საბოლოოდ მივიღეთ ეგრედ წოდებული “ლენტიანი(:D) ფოტოკამერა” (ობსკურის კამერას თავიდან ლინზები არ ჰქონდა, ასე რომ მარტივი პინჰოლის ასაწყობად ჩვენც არ დაგვჭირდება ლინზები)
დროთა განმავლობაში მოახერხეს ობსკურას კამერის სრულყოფა ისე, რომ გამოსახულება შუქმგრძნობიარე ფირზე აღბეჭდილიყო. კამერას დაემატა ლინზები და საბოლოოდ მივიღეთ ეგრედ წოდებული “ლენტიანი(:D) ფოტოკამერა” (ობსკურის კამერას თავიდან ლინზები არ ჰქონდა, ასე რომ მარტივი პინჰოლის ასაწყობად ჩვენც არ დაგვჭირდება ლინზები)
უკან მომავალში
ირინა ვერნინგი - "უკან მომავალში"
ირინა ვერნინგი ახაგაზრდა ფოტოგრაფია ბუენოს აირესიდან. მან ახლახან განახორციელა პროექტი სახელწოდებით, „უკან მომავალში“ (Back to the Future), რომლისთვისაც ის ირჩევს ვინმეს ძველ ფოტოს, აღადგენს მასში მოცემულ გარემოს და და იგივე პიროვნებას ისევ უღებს ფოტოს. შეიძლება ეს არც ისე რთულად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ირინა საქმეს ისეთი სერიოზულობითა და სიზუსტით ასრულებს, გეგონება, რომ მან ორივე ფოტო ერთ დღეს გადაიღო.
„მე მიყვარს ძველი ფოტოები. ძალიან ცნობისმოყვარე ფოტოგრაფი ვარ. როგორც კი ვინმეს სახლში ფეხს შევდგამ, მაშინვე ყნოსვით ვეძებ ძველ ფოტოებს. ადამიანების უმეტესობას მოსწონს მათი რეტრო სტილი. ჩემთვის კი ,ეს არის საშუალება წარმოვიდგინო რას იგრძნობენ და როგორები იქნებიან ისინი თუკი შეძლებენ ფოტოზე დაფიქსირებული დღის აღდგენას. ერთი წლის წინ გადავწყვიტე ეს განმეხორციელებინა, ავიღე ჩემი აპარატი და დავიწყე ადამიანების დაბრუნება უკან მომავალში.
სამუშაო პროცესი იმ ადამიანებთან შეხვედრით იწყება, რომელთა გადაღებასაც ვაპირებ. ჩვენ ერთად ვათვალერებთ ძველ ფოტოებს და ვარჩევთ ისეთებს, რომლებიც ყველაზე მეტად საუბრობს მათზე. შემდეგ უკვე იწყება ჩემი პატარა ფოტოგრაფიული გამოძიება: ინტერნეტ აუქციონის მაღაზიები, მეორადი ნივთების მაღაზიები, მეგობრებისგან ტანსაცმელების ნათხოვრობა, შეჭრა, შეღებვა, კერვა, მიმაგრება, აწყობა, მიწებება, გაფერადება, ხატვა, იშვიათი და ძნელად საშოვი ნივთების დაქირავება. პროექტი მოითხოვს დიდ იმპროვიზაციას და საჭირო ნივთების გაუთავებელ ძებნას ბუენოს აირესის ქუჩებში. მიყვარს , როცა მათ ვპოულობ ხოლმე, მაგრამ თუკი ვერ ვიპოვი, თვითონ ვაკეთებ.
როცა ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, ჩვენ მზად ვართ დავბრუნდეთ უკან მომავალში. მე ვაცმევ მათ ისეთ ტანსაცმელს, როგორიც ფოტოზე აცვიათ და ვათავსებ მსგავს გარემოში, რომელსაც შეძლებისდაგვარად ვქმნი ან თუკი შესაძლებელია მიმყავს ისინი იქ, სადაც ძველი ფოტოა გადაღებული. როცა საჭირო განათებას ვაღწევ, ვთხოვ მათ მიიღონ ის პოზა, რომელიც ორიგინალ ფოტოზე აქვთ. გასაოცარია, როცა ისინი ამას აკეთებენ.
რასაც აკეთებ, მასში კარგად ჩანს ვინ ხარ. საკუთარი თავი ყოველთვის პერფექციონიზმის საპირიპირო მხარედ მიმაჩნდა, რადგან სრულ ქაოსში ვცხოვრობ. თუმცა, ახლა, როცა ამ სურათებს ვუყურებ და დეტალებს ვაკვირდები, ეჭვქვეშ ვაყენებ საკუთარ იმიჯს...
აერო ფოტოგრაფი
იან არტიუს-ბერტრანი
ეს ფოტო დედამიწაზე ერთ ერთ ყველაზე საშინელ მოვლენას ასახავს: ატაბასკას ნავთობის ქვიშებს ალბერტაში, კანადა. აქ ნავთობი ქვიშაში მოიპოვება და ასეთ ნარჩენს ტოვებს. რასაც ხედავთ, ეს მოწამლული და დაბინძურებული გარემოა, ფოტო, კი ძალიან ლამაზია. თუკი ახლოდან დააკვირდებით, მარჯვნივ პატარა ვარდისფერ რაღაცას დაინახავთ - ეს დროშის მსგავსი რამ არის, რომ ჩიტები დაფრთხნენ და იქ არ დაეშვნენ - მათთვის ეს მომაკვდინებელი იქნება.
დაბადების ადგილი: პარიზი, 1946 წელი, 13 მარტი.
შთაგონება: „შვედი ფოტოგრაფი გეორგ გერსტერი - პირველი ადამიანი, რომელმაც ჩემიმსგავსი აერო ფოტოები გადაიღო.“
განათლება: „მინდოდა მეცნიერი გავმხდარიყავი. დისერტაციას ვწერდი ლომებზე, მაგრამ მივხვდი, რომ ფოტოგრაფიით ისეთი რამე შემეძლო გადმომეცა, რასაც წერით ვერ შევძლებდი.“
წარმატება: „ლომების გადაღება“
მარცხი: „სამი ავია კატასტროფა“
სასარგებლო რჩევა: „არასოდეს ითხოვოთ რჩევა, ნუ გაყვებით სხვების გზას.“
ეს ფოტო დედამიწაზე ერთ ერთ ყველაზე საშინელ მოვლენას ასახავს: ატაბასკას ნავთობის ქვიშებს ალბერტაში, კანადა. აქ ნავთობი ქვიშაში მოიპოვება და ასეთ ნარჩენს ტოვებს. რასაც ხედავთ, ეს მოწამლული და დაბინძურებული გარემოა, ფოტო, კი ძალიან ლამაზია. თუკი ახლოდან დააკვირდებით, მარჯვნივ პატარა ვარდისფერ რაღაცას დაინახავთ - ეს დროშის მსგავსი რამ არის, რომ ჩიტები დაფრთხნენ და იქ არ დაეშვნენ - მათთვის ეს მომაკვდინებელი იქნება.
ეს ფოტო ჩემი ფილმზე „Home“ მუშაობისას გადავიღე, რომელიც 50 ქვეყნის აერო ხედებს აერთიანებს. მე ყოველთვის ასობით სურათს ვიღებ. National Geographic-ში მუშაობისას უამრავ ფირს გვაძლევდნენ. მე დღესაც ბევრს ვიღებ, მაგრამ ასეთი კადრის გადაღების შანსი მეორედ არ მოგეცემა. ამიტომ გადავიღე ექსპოზიციის სხვადასხვა ნიშნულებით, სხვადასხვა ლინზებით და სხვადასხვა სიჩქარით.
ჩემი გუნდი და მე ქვიშების თავზე ორი დღის მანძილზე დავფრინავდით. ნებართვა არ გვქონდა და ვშისობდი, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა. ამიტომ ხუთიოდე წუთით გადავიფრენდით, გადავიღებდი და უკან ვბრუნდებოდით. ძოგიერთ ადგილი ძალიან მკაცრია. მაგალითად, არგენტინაში ერთი კვირით დაგვაპატიმრეს კაშხლის გადაღების გამო.
მე არ ვწყვეტ სად უნდა წავიდეთ. ამ გადაწყვეტილებას მფრინავი იღებს. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ ვინმესთან იმუშავო, ვინც თავადაც დაინტერესებულია სურათებით და ვინცმომცემს საშუალებას კარგი პოზიციიდან გადავიღო. მე არ ვარ ექსპერტი, როცა საქმე ტექნიკას ეხება, მაგრამ რაც ყველაფერს ცვლის ჩემთვის, ეს ავტოფოკუსია. ძალიან ბევრი ფოტო არ ვარგა არასწორი ფოკუსირების გამო.
აერო ფოტოგრაფიით პირველად კენიაში დავინტერესდი, სადაც ჩემს მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი 1970 წელს. ჩემი მისია ლომების შესწავლა იყო, მაგრამ დამატებით თანხას ტურისტების საჰაერო ბუშტით გასეირნებით გამოვიმუშავებდი. 1992 წელს რიოს მსოფლიო სამიტმა (Rio Earth Summit) სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და აქტივისტად მაქცია. ზევიდან ისეთ რაღაცეებს ხედავ, რასაც მიწაზე ვერ ამჩნევ -რეალურად აცნობიერებ ადამიანის გავლენას იმ ადგილებზეც, კი რომელთაც გეგონა , რომ კარგად იცნობდი. ჩემი სამუშაოს მიზანია, დავარწმუნო ადმიანები, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.
იოუსუფ კარში
იოუსუფ კარში
„ მე ყველაზე მეტად კამერის წინ მდგომი ადამიანის სული და გონება მაინტერებს და რაც ფრო დიდია სული და გონება , მით უფრო დიდია ჩემი ინტერესი“
კანადელი ფოტოგრაფი იოუსუფ კარში ორმაცდაათი წელია „სრულყოფილი პორტრეტის“ ძიებაშია და წარმოგვიდგენს მსოფლოში ყველაზე სრულყოფილ ქალბატონებისა და მამაკაცების სახეებს. „მე ყველაზე მეტად კამერის წინ მდგომი პიროვნების სული და გონიერება მაინტერებს და რაც ფრო დიდია სული და გონება , მით უფრო დიდია ჩემი ინტერესი“- ამბობს კარში. ეროვნული ფოტოგრაფიის ცენტრი Palais de Tokyo-ში გამოფენს კარშის 150 კლასიკურ პორტრეტს ამ თვეში. კარში ახლახან ეწვია პარიზს, რომ თვალყური ადევნოს.
| დედა ტერეზა |
![]() |
| ფიდელ კასტრო |
![]() |
| კიურტ კობეინი |
![]() |
| პრინცი ფილიპი |
![]() |
| ნელსონ მანდელა |
![]() |
| მარტინ ლუთერ კინგი |
ვინსტონ ჩერჩილი
![]() |
| ელიზაბეტ ტეილორი |
![]() |
| სოფი ლორენი |
![]() |
| ოდრი ჰეფბერნი |
![]() |
| ჯონ კენედი |
![]() |
| დედოფალი ელიზაბეტი |
![]() |
| აინშტაინი |
Подписаться на:
Комментарии (Atom)
.jpg)








.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)





















.jpg)
.jpg)



.jpg)
.jpg)

.jpg)
.jpg)
